GE KA EN EN RU RU

წესები და პირობები

ამოქმედების თარიღი: 2026 წლის მარტი | ბოლო განახლება: 2026 წლის თებერვალი

1. ზოგადი დებულებები

წინამდებარე „წესები და პირობები“ არეგულირებს დოჯო11-ის პლატფორმის გამოყენების წესებს.

პლატფორმის გამოყენებით მომხმარებელი ადასტურებს, რომ გაეცნო წინამდებარე პირობებს და ეთანხმება მათ სრულად. თუ მომხმარებელი არ ეთანხმება ამ პირობებს, ის ვალდებულია შეწყვიტოს პლატფორმის გამოყენება.

2. რეგისტრაცია და მომხმარებლის ანგარიში

  • მომხმარებელი ვალდებულია მიუთითოს ზუსტი და სრული ინფორმაცია რეგისტრაციისას.
  • მომხმარებელი პასუხისმგებელია ანგარიშის მონაცემების (მათ შორის პაროლის) კონფიდენციალურობაზე.
  • აკრძალულია მესამე პირისთვის ანგარიშის გადაცემა ან სხვისი ანგარიშის გამოყენება.
  • პლატფორმა უფლებამოსილია შეზღუდოს ან დაბლოკოს ანგარიში წესების დარღვევის, თაღლითობის ან უსაფრთხოების რისკის შემთხვევაში.

3. მომსახურების აღწერა

პლატფორმა უზრუნველყოფს დოჯოს მომსახურებასთან დაკავშირებული პროცესების ციფრულ მართვას, მათ შორის:

  • ჯგუფებში ჩარიცხვასა და ადმინისტრირებას;
  • გამოცდებზე რეგისტრაციასა და შედეგების ასახვას;
  • ონლაინ გადახდების განხორციელებას;
  • შეტყობინებებსა და კომუნიკაციას მომხმარებელთან.

დოჯო11 იტოვებს უფლებას განახლდეს ან შეიცვალოს მომსახურების პირობები, განრიგი, პროგრამა, ჯგუფები ან სხვა ადმინისტრაციული დეტალები საჭიროების შემთხვევაში.

4. გადახდები და ფინანსური პირობები

  • გადახდები პლატფორმაზე ხორციელდება ავტორიზებული ფინანსური პარტნიორის (გადახდის პროვაიდერის) მეშვეობით.
  • ტრანზაქცია ითვლება დასრულებულად მხოლოდ წარმატებული გადახდის დადასტურების შემდეგ.
  • პლატფორმა არ ინახავს მომხმარებლის საბანკო ბარათის სრულ მონაცემებს; გადახდის პროცესი მუშავდება ფინანსური პარტნიორის მიერ.
  • პლატფორმა არ არის პასუხისმგებელი ბანკის, გადახდის სისტემის ან მესამე მხარის ტექნიკურ შეფერხებებზე, რომლებიც ხელს უშლის გადახდის შესრულებას.
  • დოჯო11 უფლებამოსილია დროებით შეზღუდოს მომსახურებაზე წვდომა, თუ მომხმარებლის მხრიდან გადახდა დაგვიანებულია ან არ არის დადასტურებული.

5. გაუქმება და თანხის დაბრუნება

  • პლატფორმის მეშვეობით განხორციელებული გადახდები (მათ შორის – აბონემენტის საფასური, გამოცდის საფასური და სხვა მომსახურების ღირებულება) ითვლება საბოლოოდ და არ ექვემდებარება თანხის დაბრუნებას.
  • მომხმარებლის მიერ გადახდის დადასტურება ნიშნავს, რომ მან სრულად გააცნობიერა მომსახურების პირობები და ეთანხმება, რომ გადახდილი თანხა არ ბრუნდება, მიუხედავად იმისა, გამოიყენებს თუ არა მომხმარებელი შესაბამის მომსახურებას.
  • გამონაკლისი შეიძლება არსებობდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თანხის დაბრუნება პირდაპირ არის მოთხოვნილი მოქმედი კანონმდებლობით ან გადახდა განხორციელდა პლატფორმის ტექნიკური ხარვეზის შედეგად დუბლირებულად.
  • დოჯო11 არ არის ვალდებული დააბრუნოს თანხა მომხმარებლის მიერ მომსახურებაზე უარის თქმის, გამოცდაზე გამოუცხადებლობის, დაგვიანების ან სხვა სუბიექტური მიზეზების შემთხვევაში.

6. ქცევის წესები და აკრძალვები

მომხმარებელი ვალდებულია პლატფორმის გამოყენებისას დაიცვას კანონმდებლობა და ეთიკის ნორმები. აკრძალულია:

  • ყალბი ან შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის მიწოდება;
  • პლატფორმის ბოროტად გამოყენება ან სისტემის მუშაობაში ჩარევის მცდელობა;
  • სხვა მომხმარებლის, დოჯოს პერსონალის ან მესამე პირის მიმართ შეურაცხმყოფელი/მუქარის შემცველი ქმედება;
  • ნებისმიერი ქმედება, რომელიც ქმნის უსაფრთხოების რისკს ან ზიანს აყენებს პლატფორმას/მომხმარებლებს.

7. პასუხისმგებლობის შეზღუდვა

  • პლატფორმა უზრუნველყოფს მომსახურებას არსებული ფუნქციონალური მდგომარეობის ფარგლებში და არ იძლევა უწყვეტი, შეუფერხებელი ან ხარვეზისგან სრულად თავისუფალი მუშაობის აბსოლუტურ გარანტიას.
  • დოჯო11 არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მოწყობილობის, ინტერნეტის ან პროგრამული უზრუნველყოფის ხარვეზებით გამოწვეულ შეფერხებებზე.
  • დოჯო11 არ არის პასუხისმგებელი მომხმარებლის მიერ არასწორი მონაცემების მითითებით გამოწვეულ შედეგებზე.
  • ვარჯიშთან დაკავშირებული უსაფრთხოება და წესების დაცვა მომხმარებლის პასუხისმგებლობის ნაწილია; დოჯო11 არ აგებს პასუხს იმ შემთხვევებზე, როდესაც ზიანი გამოწვეულია უსაფრთხოების წესების დარღვევით ან ინსტრუქტორის მითითებების უგულებელყოფით.

8. ინტელექტუალური საკუთრება

  • პლატფორმაზე განთავსებული ნებისმიერი მასალა (ლოგო, ტექსტი, დიზაინი, ფოტო/ვიდეო მასალა, სასწავლო მასალა და სხვა) წარმოადგენს დოჯო11-ის ინტელექტუალურ საკუთრებას ან გამოიყენება კანონიერ საფუძველზე შესაბამისი მესაკუთრის თანხმობით, თუ კონკრეტულ მასალასთან განსხვავებული საკუთრება ან წყარო ცალსახად არ არის მითითებული.
  • აღნიშნული მასალის კოპირება, გავრცელება, შეცვლა ან კომერციული გამოყენება დაუშვებელია დოჯო11-ის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

9. ანგარიშის შეჩერება ან შეწყვეტა

დოჯო11 უფლებამოსილია, თავისი შეხედულებით და კანონით დაშვებულ ფარგლებში, შეზღუდოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს მომხმარებლის წვდომა პლატფორმაზე, თუ:

  • ირღვევა წინამდებარე პირობები;
  • არსებობს თაღლითობის ან უსაფრთხოების რისკი;
  • მომხმარებელი ახორციელებს პლატფორმის ბოროტად გამოყენებას;
  • ასეთი ქმედება აუცილებელია კანონით ან სამართლებრივი მოთხოვნით.

10. დავების გადაწყვეტა და მოქმედი კანონმდებლობა

წინამდებარე პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა, რომელიც წარმოიშობა პლატფორმის გამოყენებასთან დაკავშირებით, განიხილება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

11. პირობების ცვლილება

დოჯო11 იტოვებს უფლებას, ნებისმიერ დროს განაახლოს წინამდებარე წესები და პირობები. განახლებული ვერსია გამოქვეყნდება ამავე გვერდზე და ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

12. საკონტაქტო ინფორმაცია

ელ. ფოსტა: info@dojo11.ge

ტელეფონი: +995598123456

მისამართი: თბილისი, საქართველო